როდესაც არსებობს უნიკალური ფანჯარა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, "ოცნების" პირობებში გაშვებული შესაძლებლობაა - ბოკუჩავა

19.06.24 14:24
როდესაც არსებობს უნიკალური ფანჯარა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, "ოცნების" პირობებში გაშვებული შესაძლებლობაა - ბოკუჩავა

"მაშინ, როდესაც არსებობს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რომ საქართველო წინ მიიწევდეს ევროინტეგრაციის გზაზე, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ეს არის გაშვებული შესაძლებლობა" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, ახლა ევროპელი ლიდერები იმაზე მსჯელობენ, თუ რა კონკრეტული სტარგეტირებული სანქციები შეიძლება შეიმუშაონ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

მაშინ, როდესაც არსებობს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რომ საქართველო წინ მიიწევდეს ევროინტეგრაციის გზაზე, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ეს არის გაშვებული შესაძლებლობა და ევროპელ ლიდერებს უწევთ იმაზე მსჯელობა თუ რა კონკრეტული ტარგეტირებული სანქციები შეიძლება შეიმუშაონ მათ ივანიშვილის ანტიდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ. იცით, რომ მათ შორის განიხილებოდა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის შესაძლებლობა, რაც ძალიან საფრთხეა და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ამ მექანიზმის ამოქმედება არჩევნებამდე არ მოხდება, ხოლო არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, არამედ მყისიერად გავხსნით მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აც გახსნის უდიდეს ფინანსურ შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რადგან იმ დღიდან, როდესაც მოლაპარაკებები იხსნება, მოჰყვება ძალიან დიდი ევროპული ინვესტიციები და ევროპული ფონდებიდან ფინანსური დახმარების შემოდინება საქართველოში.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები