საქართველომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინაა მისი მეგობარი და ვინ მტერი - ჰერჩინსკი
"ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ ეს რთული პერიოდი დასრულდება" - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
ევროპელი დიპლომატის თქმით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ათჯერ მეტ თანხას აძლევს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებას იმისთვის, რომ ქვეყანამ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს და ყველა თვალსაზრისით გაძლიერდეს.
"ახლა თავად უნდა გადაწყვიტოთ, ვინაა მტერი და ვინ მეგობარი" - აცხადებს ჰერჩინსკი და იქვე დასძენს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.
როდესაც აქ ჩამოვედი, დავინახე ძველ თბილისში მონუმენტი "ქართლის დედა". ქალი, რომელსაც უჭირავს ხმალი და თასი. ეს ქართულ ტრადიციაა, ხმლით მტერს ხვდებით, სასმლით კი მოყვარეს. ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვინაა მტერი და ვინაა მოყვარე. ევროკავშირი არის ის, ვინც სულ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს არამარტო სიტყვებით, არამედ საქციელებითაც.
ჩვენი მისიები აკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველომ ტერიტორიები დაიბრუნოს. ვეხმარებით მთავრობას ფინანსურად. ათჯერ უფრო მეტ თანხას ვაძლევთ ხელისუფლებას, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინაა მისი მეგობარი და ვინ მტერი. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ ეს რთული პერიოდი დასრულდება", - ამბობს ჰერჩინსკი.