კანონის მიღების გამო ბულინგის მსხვერპლი ვხდებით - ირმა ზავრადაშვილმა ომბუდსმენს შესჩივლა

19.06.24 15:35
კანონის მიღების გამო ბულინგის მსხვერპლი ვხდებით - ირმა ზავრადაშვილმა ომბუდსმენს შესჩივლა

"ქართული ოცნება" შველას ითხოვს - დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ამტკიცებს, რომ ის და მისი კოლეგები რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ ძალადობის მსხვერპლები არიან.

ანტიდემოკრატიული კანონის მხარდამჭერმა ლევან იოსელიანთან შეხვედრის დროს წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა არამხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და არასრულწლოვან შვილებზეც ხორციელდება.

ირმა ზავრადაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველს შესაბამისი რეაგირებისა და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

მე და ჩემ კოლეგებს საკმაოდ რთულ და დაძაბულ პირობებში გვიწევს ჩვენი ფუნქციის შესრულება. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კანონმდებელს კანონის მიღების გამო პრობლემებს უქმნიან და მითუმეტეს ბულინგის მსხვერპლი ხდება. რამდენად მოითხოვს რეაგირებას ის ფაქტი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, მოხუცები სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდნენ იმის გამო, რომ მათმა ოჯახის წევრმა მისი ფუნქცია შეასრულა ძალიან მაღალ დონეზე. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის ცალმხრივი თუნდაც მედიასაშუალებებიდან გაშუქებული ფაქტები. თვლით თუ არა, რომ ამაზე გაცილებით უფრო მკაცრი რეაგირება უნდა იყოს, ვიდრე არის", - ამბობს ზავრადაშვილი.

ომბუდსმენმა ირმა ზავრადაშვილის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც შესაძლოა, პოლიტიკოსის ოჯახის წევრების წინააღმდეგ ხორციელდებოდეს, მიუღებელია.

აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ეს ეხება არამხოლოდ პოლიტიკოსს, არამედ ეხება მისი ოჯახის წევრებს. მიუღებელია როდესაც ეს არის დაკავშირებული არასრუწლოვნებთან, ბავშვებთან და ეს ყველაფერი აისახება ოჯახის წევრების ფსიქიკურ-ემოციურ მდგომარეობაზე," - ამბობს იოსელიანი. 

მსგავსი სიახლეები