გაიმართა თუ არა დიდი გარჩევა ივანიშვილის კარზე და ემუქრება თუ არა კობახიძეს ჩანაცვლება? - რას ამბობენ "ოცნებაში"
გაიმართა თუ არა დიდი გარჩევა ივანიშვილის კარზე და ემუქრება თუ არა კობახიძეს ჩანაცვლება? - "ოცნებაში" გიორგი ვაშაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არასერიოზულად მიიღეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს ზუსტი ინფორმაცია "ოცნებაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვერ ექნება.
პაატა კვიჟნაძე ადასტურებს, რომ როდესაც უმრავლესობს ფორმატში მმართველი გუნდის წევრები რუსული კანონის ხელახალი ინიცირების შესახებ მსჯელობდნენ, ამ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.
"ოცნებაში" იმასაც ირწმუნებიან, რომ ირაკლი კობახიძეს არაფერი ემუქრება და რომ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს.
მე საიდან უნდა ვიცოდე ახლა ორი კაცის შეხვედრა. მე შემიძლია ერთი გითხრათ, როდესაც მაგ საკითხის განხილვა იყო უმრავლესობაზე და საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა, იქ ბატონი ბიძინა არ იყო, იყვნენ უმრავლესობის ლიდერები და მე ვერ გეტყვით ვერაფერს მაგასთან დაკავშირებით. მე მგონია რომ ჭორია, იმიტომ, რომ როგორ შეიძლება მე და თქვენ ცალკე ვისაუბროთ ერთმანეთში და მესამემ მოყვეს ასე მომხდარაო. რაც ვიცი, დიდი გეგებია ბატონ ირაკლიზე, მათ შორის არჩევნების დროსაც და მის მერეც", - ამბობს კვიჟნაძე
რატი იონათამიშვილი კი გიორგი ვაშაძის განცხადებას ჭორაობას უწოდებს და ამბობს, რომა მაზე სერიოზული განცხადების გაკეთება შეუძლებელია.
ნებისმიერი სუბიექტი თუ ობიექტი რომ გამოირჩევა მსგავსი ჭორაობით, იმდენად სასაცილოა და იმდენად უხერხულია, ამის იქით ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური დღისწესრიგი დაცლილია თემებისგან და ხდება რაღაცების გამოგონება ან არა და ჭორაობა არის ადამიანების ჰობი და ჭორაობენ. გიორგი ვაშაძეს იმის ინფორმაცია არ აქვს, რა ჭამა დილით და სხვისი ინფრომაცია რა უნდა ჰქონდეს?"- ამბობს რატი იონათამიშვილი.
გიორგი ვაშაძის მტკიცებით, რუსული კანონის მიღება და მისგან გამოწვეული პრობლემები "ოცნებაში" დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის ინფორმაციით, ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი დაიბარა და მათ შექმნილ პრობლემებზე პასუხი მოსთხოვა.
ვაშაძე ირწმუნება, რომ მძიმე საუბრის შინაარსი მისთვის ცნობილია. მისი ინფორმაციით, ივანიშვილს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდების მხრიდან არანაირი პრობლემა აღარ იქნებოდა რუსული კანონის ხელახლა ინიცირების შემთხვევაში, რადგან ეს ასე არ მოხდა, ოპოზიციონერი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა კობახიძე ჩაანაცვლოს.