წამოცდენით გათქმული ამბავი - ვინ აღმოჩნდება ირაკლი შოთაძის ადგილმონაცვლე?
თვის ბოლოს ქვეყანას ახალი, "ოცნების" პოლიტიკურ მორჩილებაში მყოფი პროკურორი ეყოლება. ამას ადასტურებს გია ვოლსკის შემთხვევითი წამოცდენა, რომელმაც თქვა, რომ უკვე იცის, ვინ იქნება ნომერ პირველი გამომძიებელი. არადა, კანდიდატების ვინაობა საიდუმლოა იმ დრომდე, ვიდრე საპროკურორო საბჭო მათ შესახებ ინფორმაციას პარლამენტს არ გადაუგზავნის. ისე რომ ჯერ განაცხადებიც კი არ შესულა საბჭოში, პარლამენტის ვიცესპიკერმა ყველაფერი წინასწარ იცის. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურები მხოლოდ ფორმალობაა და ოლიგარქის პარტიამ სანდო კადრი პროკურორის პოსტზე უკვე აარჩია.