დაიბარა თუ არა ივანიშვილმა ორი ირაკლი საქმის გასარჩევად? - რა ხდება ოლიგარქის კარზე?

19.06.24 20:32
დაიბარა თუ არა ივანიშვილმა ორი ირაკლი საქმის გასარჩევად? - რა ხდება ოლიგარქის კარზე?

"ივანიშვილი კობახიძეზე გაბრაზებულია და, სავარაუდოდ, მის ჩანაცვლებას აპირებს" - ოლიგარქის კარზე დიდი გარჩევის შესახებ ინფორმაციას გიორგი ვაშაძე ავრცელებს. ოპოზიციის ლიდერის ინფორმაციით, ივანიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების ასეთ მასშტაბურ პროტესტს არ ელოდა, რადგან პრემიერმა ის სულ სხვა რამეში დაარწმუნა. ამიტომ ოლიგარქმა საქმის გასარჩევად ორი ირაკლი თავისთან დაიბარა და ყველაფერზე პასუხი მათ მოსთხოვა.

დიდი გარჩევის პარალელურად, ახლა ოლიგარქი ფიქრობს, როგორ მოიგოს არჩევნები. ეს იოლი არ იქნება, რადგან რუსული კანონის გამო დაწყებულმა პროტესტმა პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში თავდაყირა დააყენა. ამიტომ გამარჯვების გზა პარტიისთვის ახლა, სავარაუდოდ,  მხოლოდ ფინანსებზე გადის. გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ შავი ფულის მობილიზაცია "ოცნებაში" უკვე დაწყებულია.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.