ვის მიუვიდა ამერიკული სანქციების შესახებ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე?
ვის მიუვიდა ამერიკული სანქციების შესახებ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე? "ქართულ ოცნებაში" დიდი პანიკაა, არავის უნდა გაამხილოს, რომ ამერიკაში ვერ იმოგზაურებენ და უფრო მეტიც, შტატებმა ისინი საქართველოსთვის დემოკრატიის ძირის გამოთხრის გამო დასაჯა. ამიტომ რეპუტაცია შელახული დეპუტატები ახლა ცდილობენ ეს ამბავი საერთოდ დამალონ, ან არ შეიმჩნიონ და თქვან, რომ ადარდებთ სანქციები.
პანიკის კიდევ ერთმა ტალღამ ოცნებას ამერიკის ელჩის განცხადების შემდეგ გადაუარა. ლიდერები მას შემდეგ გაუჩინარდნენ, რაც დანიგანმა დაადასტურა,რომ ვიზების გაუქმების შეტყობინებები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში გაიგებენ, რომ სანქცირებულია. ირკვევა, რომ შავ სიაში არიან არა მხოლოდ რუსული კანონის მხარდამჭერები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.