მხილება ევროკავშირის ელჩისგან - საქართველოს პრემიერი დიდ ტყუილშია მხილებული
საქართველოს პრემიერი დიდ ტყუილშია მხილებული. "საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია" - ამ განცხადებით ელჩმა პრაქტიკულად თქვა, რომ ირაკლი კობახიძე ტყუის, როცა საზოგადოებას სულ სხვა რეალობის შესახებ უყვება. პაველ ჰერჩინსკი პირველებს ეუბნება, რომ რუსული კანონის მიღებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები არათუ გაზარდა, არამედ პირიქით, საერთოდ გაყინა.
ელჩის შემდეგ კობახიძეს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელენ ევროპარლამენტარებიც. დეპუტატები პირველებთან ინტერვიუში გაოგნებას ვერ მალავენ, თუ როგორ ცდილობს კრემლის მეთოდებით საქართველოს პრემიერი საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას. ამიტომ სადამსჯელო ზომებიც მიღებული იქნება. ბრიუსელი ახლა განიხილავს ყველა ვარიანტს. მაგიდაზე დევს სანქციების სამუშაო ვერსია, რომელიც მოიცავს შეზღუდვებს სხვადასხვა მიმართულებით. ევროკავშირი თითქმის ყველა ფორმატში მსჯელობს რა ბერკეტები აამოქმედოს რუსული კანონის მხარდამჭერების წინააღმდეგ.