"ოცნების" გამოგზავნილი "ტიტუშკები", საბოლოოდ ჩემი დასაცავები ხდებიან - რა მოხდა ნათელაშვილის შეხვედრაზე?

19.06.24 21:51
"ოცნების" გამოგზავნილი "ტიტუშკები", საბოლოოდ ჩემი დასაცავები ხდებიან - რა მოხდა ნათელაშვილის შეხვედრაზე?

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ე.წ. ტიტუშკები მის შეხვედრებზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ, თუმცა საბოლოოდ, ისინი ხალხის რისხვისგან ისევ მისი დასაცავი ხდება. 

შალვა ნათელაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტი მოხდა დღეს, როდესაც ისინი სადგურის მოედანზე ღონისძიებას მართავდნენ, მათთან 2 "ტიტუშკა მივიდა, თუმცა ხალხის რეაქცია იმდენად მძიმე იყო ორივე მათგანმა ტერიტორია დატოვა. 

ნათელაშვილის თქმით, იგივე მოხდა აეროპორტში, როცა მას "ქართული ოცნების" მიგზავნილი პირები დაახვედრეს, თუმცა აქაც ე.წ. ტოტუშკების დაცვა მას მოუწია. 

"ვაშინგტონიდან რომ ჩამოვედი, იქ დამახვედრეს რამდენიმე ტიტუშკა, მერე ეს ადამიანები ჩემი დასაცავები გახდნენ ხალხის რისხვისგან. დღესაც ორი გასაცოდავებული ადამიანი მოუშვეს, გაეკიდა ხალხი, ისევ ჩემი დასაცავები გახდნენ. ხალხო, დაიჯერეთ, რომ აორთქლებულები ხართ.