"ქართული ოცნება Единая Россия-ს ქართული ფილიალია საქართველოში - საბა ბუაძე

19.06.24 22:32
"ქართული ოცნება Единая Россия-ს ქართული ფილიალია საქართველოში - საბა ბუაძე

"ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, რომ დასანქცირებულია და ეს სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდება - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა,  საბა ბუაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი საკუთარი თავისა და ხალხის მოტყუების პოლიტიკით არის დაკავებული. 

"ერთადერთი რაც მათ კარგად იციან და გადმოღებული აქვთ კრემლის სახელმძღვანელოდან ეს არის ჰიბრიდული ომი საკუთარ მოსახლეობასთან. "ქართული ოცნება Единая Россия-ს ქართული ფილიალია საქართველოში. მათ თავად ყველაზე კარგად იციან, რა ტიპის ღალატს სჩადიან. კარგად იცის ამ ღალატის მასშტაბები. იცის ისიც რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ამ რუსული სპეცოპერაციის ფონზე შეუძლებელია" - აცხადებს "ლელოს" ლიდერი. 

საბა ბუაძის თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს ხელსიუფლების კომინიკაცია უკვე დიდი ხანია გასცდა დიპლომატიურ ენას და ივანიშვილის გუნდს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ხელსისუფლების ნაბიჯებმასაქართველოს ინტეგრაციის პროცესი, პრაქტიკულად გაყინა. 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იქნებიან არიან "ლელოს" მიერ დასახელებული ალტერნატიული ცენტრის წევრები, საბა ბუაძე აცხადებს, რომ ამას საზოგადოება მალე გაიგებს. 

საკრებულოს წევრმა დღეს დაადასტურა, რომ "ლელო" რამდენიმე პროდასავლურ პარტიასთან აქტიურად საუბრობს და არსებობს პოლიტუიკური კონსულტაციები.