ვისთან ითანამშრომლებს ანა დოლიძე?
ვისთან ითანამშრომლებს ანა დოლიძე? - პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ სამუშაო ფორმატში ყველა პროდასავლურ პარტიას ესაუბრება, თუმცა მისივე თქმით, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "გირჩი" არ არიან.
რაც შეეხება ერთიან სიას, პოლიტიკოსის თქმით, ამ კომფიგურაციის მომხრეებისგან მან მყარი არგუმენტები ვერ მოისმინა, ამიტომ დოლიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ცალ-ცაკლე პარტნიორულ რეჟიმში უნდა იბრძოლოს, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის არცერთი ხმა არ დაიკარგოს.
ის ენთუზიაზმი რომელიც იყო, უნდა შევინარჩუნოთ. ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და თამასით არის 2012-2003 წლის არჩევნების მსგავსი. უბრალო კოალიციას ხელის მოვაწერეთ, რომ პარლამენტში შევიდეთ, ეს საკმარისი არ იქნება. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ გარეთ არცერთი ხმა არ უნდა დაგვრჩეს.
იმის კვალობაზე, რომ წინა არჩევნებზე, უბან-უბან დავიარე, ერთ უბანში, ჩუღურეთში 27 გადადებული ხმა აღმოვაჩინე, გასაგებია, რომ ერთობები და პარტნიორები მნიშვნელოვანია.
რატომ ვფიქრობ, რომ რამდენიმე გაერთიანება სჯობია? - წინა არჩევნები ამას მარწმუნებს. ცალ-ცვაკლე როცა გავედით, მელია ცაკლე იყო, გახარია ცაკლე, მერე მე ვიყავი, ასევე სცვა პარტიები, ერთად რომ შეგეჯამებინათ, 10 000 ით მეტი ხმა მივიღეთ, ვიდრე კალაძემ, მარტო მაჟორიტარების ხარჯზე დარჩა კახა კალაძე"- აცხადებს დოლიძე.
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დაინტერესდა, პარტნიორ პარტიებად ვის მოისაზრებს ანა დოლიძე, რაზეც პოლიტიკოსმა თქვა, რომ საკითხზე "სასტიკი მუშაობა" ახლაც მიმდინარეობს:
სხვადასხვა პარტიებთან სასტიკი მუშაობა გავქვს, სამუშაო დონეზე ვთანამშროიმლობთ ყველა პარტიასთან გახარიასგან დაწყებული, ყველა თქვენი სტუმრის ჩათვლით, ნაციონალების გამოკლებით. ეს არის სამუშაო პროცესი"- აცხადებს დოლიძე და იქვე დასძენს, რომ საბოლოო ჯამში, მათი მხრიდან ისეთი ერთიბა დაიდება, რაც მეტ ამომრჩეველს მოიყვანს საარჩევნო ყუთთან.