ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება - ივანიშვილის პარტია ახალ გაფრთხილებას იღებს

20.06.24 11:10
ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება -  ივანიშვილის პარტია ახალ გაფრთხილებას იღებს

 

 

ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება - ივანიშვილის პარტია ახალ გაფრთხილებას იღებს. ამერიკის ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა, ლორა ლინდერმანმა  დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ოქტომბრის არჩევნებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, იქნება სრული მობილიზება არჩევნების დღესაც და წინა პერიოდშიც.

 ეს განცხადება  ლინდერმანმა, ლიდექსის სამიტზე გააკეთა. დილიდან  თბილისი  ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს მასპინძლობს. სტუმრები არ მალავენ, რომ რუსული კანონის მიიღებაm საქართველოს ურთიერთობები პარტნიორებთან დააზიანა და ჩიხში შეიყვანა. 

ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნებს და მთელ საარჩევნო პერიოდს, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება არჩევნები, ყურადღება ექცევა საპროტესტო აქციებსაც, ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც შავებში ჩაცმული ადამიანები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ოპოზიციონერ ლიდერებს და ახალგაზრდებს. ახლა მნიშვნელოვანია, ადამიანების ეს რაოდენობა და პროტესტი ხმებზეც აისახოს, ამ მოვლენების გათვალისწინებით ჩვენ დავაკვირდებით მიმდინარე პროცესებს.

იმედი მაქვს, რომ ვნახავთ "ეუთო-ოდირის", "ენდიაი"-ს" და "აიარაი"-ს საერთაშორისო მისიებს საქართველოში, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან, კონგრესში ახლა განიხილება კანონი სახელად მეგობარი აქტი, არჩევნებს დააკვირდებიან ამერიკელებიც და მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ ამ კანონთან დაკავშირებით. 

ამერიკა ახლა გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ სრულიად შეწყვიტოს დაფინანსება, ამერიკამ ძალიან ბევრი დახარჯა იმისთვის რომ ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულიყო, ახლა დაფინანსების შეწყვეტა დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებზე. 

მე ვფიქრობ, რომ აგენტების შესახებ კანონი ამ ფორმით ხელს შეუშლის საქართველოს გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში, თქვენ ნახეთ რა პასუხი მიიღო საქართველომ ამერიკისგან კანონის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზეც აისახება, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხიც ხედავს, რომ ეს კანონი საქართველოს წინსვლას აფერხებს"- აცხადებს ის.