ივანიშვილის დეპუტატები: 2008 წლის ომში აშშ-ის როლზე სერიოზული კითხვები გვაქვს

20.06.24 13:03
ივანიშვილის დეპუტატები: 2008 წლის ომში აშშ-ის როლზე სერიოზული კითხვები გვაქვს

ივანიშვილის დეპუტატების ღია თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორებზე - "ხალხის ძალის" წარმომადგენლების სახელით გავრცელებულ განცხადებაში  ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული პარტიას "2008 წლის ომში აშშ-ის როლზე სერიოზული კითხვები აქვთ". 

აღსანიშნავია, რომ ვრცელ წერილში, პარტია რუსეთს საერთოდ არ ახსენებს. 

„ცალკე საუბრისა და გამოძიების თემაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, როცა ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ ქვეყანაში მართლაც დაიხარჯა სოლიდური ამერიკული „ფინანსური დახმარება”, მაგრამ, სანამ ამ დახმარების საჭიროება დადგებოდა ქვეყანაში, თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო.

დიახ, აგენტურამ 2008 წელს მოაწყო უმძიმესი პროვოკაციები და რომ არა ეს მიზანმიმართული ბოროტება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ არა დავალებების უსიტყვო შესრულება და მონური მორჩილება, საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეოდა. არ იქნებოდა ასობით ქართველის მსხვერპლი, არ გვეყოლებოდა 35 000 ახალი დევნილი, არ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ეკონომიკის სერიოზული ჩამოშლა.

სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში თქვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „ქართული ოცნების” სატელიტი პარტიის განცხადებაში.

"ხალხის ძალის" სახელით გავრცელებული ოფიციალური განხადების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნასთან იგივე ნარატივი გაიმეორა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. 

ივანიშვილის დეპუტატმა სტრატეგიული პარტნიორს დღეს ტონი დაუწუნა და გარკვეული რეაგირებები დააანონსა: "ჩვენ არაფრის გადახედვას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ, მაგრამ თუ თვითონ ამერიკა დაგველაპარაკება ასეთი ბატონყმური ტონით, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან იქნება რეაქცია".

განცხადებები ვნახეთ, შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციის მხრიდან, ერთი მხარე ამბობდა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სააკაშვილს აფრთხილებდა, მეორე მხარე ამბობდა რომ ეს საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო. ახლა, სააკაშვილმა და იმ ადმინისტრაციამ არკვიონ, რომლის შეცდომა იყო ეს. ფაქტი მივიღეთ, ის რაც მივიღეთ, სამწუხაროდ"- თქვა "ხალხის ძალის" ლიდერმა.

"ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებულად მტკიცნეული ელჩი დანიგანის კრიტიკის ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც დიპლომატი სვამს კითხვას,  „რატომ უნდა გააღრმაო კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს ოკუპანტს?

თქვენ გაქვთ პასუხი, რატომ აქვს ამერიკას პრობლემა ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობაში, როცა თვითონ აქვს ურთიერთობა ჩინეთთან. რატომ აქვს ამერიკას პრობლემა რომ ჩვენ მშვიდობას ვინარჩუნებთ და უკრაინის მსგავსად არ გვაქვს ომი, ამ კითხვებზე პასუხები მოსთხოვეთ"- დასძინა მაჭარაშვილმა. 

ასევე ნახეთ: