ყველა მოძალადე დაჭერილია! - პრემიერი ორგანიზატორების დაკავებას არ აპირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 5-6 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, მეტიც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მოძალადე დაკავებულია. შესაბამისად, მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ორგანიზატორების დაკავებას არ აპირებს.
ღარიბაშვილი ჟურნალისტებზე განხორციელებულ უმძიმეს ძალადობას "რაღაც ჩხუბს" უწოდებს.
ერთ რამეს გეტყვით, სააკაშვილის დროს იყო სახელმწიფო მოძალადე. როგორც ტელევიზიაზე, ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა", - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერი აღნიშნავს, რომ მედია თავად ძალადობს საზოგადოებაზე. მეტიც, მან კრიტიკული მედიის წარმომადგენელს უთხრა, რომ პარტიული აქტივისტია.
თქვენ ხართ პირდაპირ პარტიული აქტივისტი, ,,ნაცმოძრაობის" წევრი ხართ თქვენ, რომელიც ფინანსდება ყველაზე დიდი მძარცველი კეზერაშვილის მიერ", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ტელევიზიები პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად გარდაიქმნენ.