"ივანიშვილი, როგორც ქართული კოშმარი" - "ხალხის ძალა" ამერიკას უტევს, დასავლური მედიები კი ოლიგარქის პრორუსულ პოლიტიკაზე წერენ
"ივანიშვილი, როგორც ქართული კოშმარი" - ქართველი ოლიგარქის რუსული პოლიტიკა დასავლეთში გაშიფრულია, თან ისე, რომ კითხვის ნიშნები აღარავის რჩება. გავლენიანი შვეიცარული გამოცემის ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ივანიშვილი თავისი ახირებებით გატაცებებით და რუსული მართვის სტილით იქცა აგენტად, ოღონდ არა გლობალური, არამედ რუსეთის ომის პარტიის და ის სრულად მიყვება პუტინის გზას
ამ ფონზე მარტივად ამოსაცნობია ის იერიში, რომელიც ოლიგარქის დამხმარე პოლიტიკურმა ჯგუფმა ამერიკის წინააღმდეგ დაიწყო. შტატების სანქციებიდან პირველად, ასპარეზზე პრორუსი "ხალხის ძალა" გამოვიდა. ოცნების რადიკალური ფრთა, მმართველი პარტიის გზავნილებს ახმოვანებს და ელჩ დანიგანს მტრად აცხადებს.
დღეს კი რუსული კანონის განხილვა ჰელსინკის კომისიაში იგეგმება - სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება, სადაც მთავარი განსახილველი თემა რუსული კანონი და მისი ზეგავლენა იქნება სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაზე.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.