საარბიტრაჟო სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში - შეჩერდება თუ არა ანაკლიის ჩინელებისთვის ჩაბარების პროცესი?
შეჩერდება თუ არა ანაკლიის ჩინელებისთვის ჩაბარების პროცესი? ეს საარბიტრაჟო სასამართლოს ვერდიქტზეა დამოკიდებული, რომელიც ცნობილი მალე გახდება. ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე "პირველებს" ეუბნება, რომ ჩინური ინვესტიცია, ნიშნავს ანაკლიის რუსეთისთვის ჩანარებას. გამოსავალი დასავლური ინვესტიციების დაბრუნებაა.
დღეს ეკონომიკის მინისტრმაც დაადასტურა, რომ ჩინელ ინვესტორებს მხოლოდ ერთი ხელმოწერა დარჩა. უცხოელი ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, კომუნისტური ჩინეთისთვის ანაკლიის ჩაბარება, ნიშნავს, რომ პორტი რუსეთის ხელში კიდევ ერთ იარაღად იქცევა. ის დაკარგავს მთავარ ფუნქციას, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტის და უსაფრთხოების გარანტის.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.