ამერიკის კიდევ ერთი მკაფიო გაფრთხილება "ოცნებას" - შტატები საპარლამენტო არჩვენებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება
დემოკრატია ან ავტოკრატია - შემოდგომაზე ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი გადაწყდება. ამერიკის შეერთებული შტატები კი ეუთო-ოდირთან ერთად ოქტომბრის არჩევნების გრძელვადიანი მონიტორინგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იქნება. 26 ოქტომბრის შედეგებს ქვეყნის პარტნიორები განსაკუთრებით ელოდებიან, რადგან სწორედ შემოდგომაზე გადაწყდება რა მიმართულებით გააგრძელებს ქვეყანა სვლას.
ამერიკამ უკვე დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა - ამ ფაქტს თბილისში მყოფი ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელიც ადასტურებს. ლორა ლინდერმანი დღეს ოპოზიციის შეფასებებს ისმენდა. შეხვედრის მონაწილე პოლიტიკური ლიდერები ვარაუდობენ, რომ ოლიგარქი მორიგი პოლიტიკური თაღლითობისთვის ემზადება, რაც მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.