ჩააბარებენ თუ არა გენერალური პროკურორის თანამდებობას ანრი ოხანაშვილს?
ივანიშვილმა პროკურატურა შესაძლოა ანრი ოხანაშვილს ჩააბაროს. იურდიული კომიტეტის თავმჯდომარეს რუსული კანონის თავგანწირული ლობირება სავარაუდოდ ყველაზე კარგად დაუფასდება. კულუარებში საუბრობენ, რომ ქვეყნის პირველი გამომძიებლის პოსტზე ოხანაშვილს უკვე ამზადებენ. ამ ეჭვს კი დღეს დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებაც აღრმავებს. საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აცხადებს ოხანაშვილი, თუმცა არაფერს ამბობს, რას იზამს, თუ ივანიშვილი მას პროკურორის პოსტს შესთავაზებს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.