ჰამბურგში, 22 ივნისს 10:00 საათზე საქართველოსა და ჩეხეთის მატჩამდე სტადიონისკენ მსვლელობა იგეგმება
საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებების თამაშის დაწყებამდე ქართველი გულშემატკივრები იკრიბებიან და მსვლელობას აანონსებენ.
Entrepreneur Georgia წერს, რომ შეკრების ადგილი ჰამბურგი, შტელინგენის სადგურია, საიდანაც გულშემატკივრები სტადიონისკენ დაიძვრებიან.
"22 ივნისს, 10:00 საათიდან საქართველო ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ჰამბურგში, შტელინგენის სადგურზე საქართველოს გულშემატკივრისთვის შეხვედრის ადგილი ფუნქციონირებს".
დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა.
მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთან უწევს, თამაში 17:00 საათზე დაიწყება. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება, თამაში 23:00 საათზე დაიწყება.