დარჩიაშვილი ადასტურებს, რომ რუსული კანონის გამო პარტნიორებთან მძიმე, უსიამოვნო და მიუღებელი დებატები აქვთ

20.06.24 21:01
დარჩიაშვილი ადასტურებს, რომ რუსული კანონის გამო პარტნიორებთან მძიმე, უსიამოვნო და მიუღებელი დებატები აქვთ

საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ პარტნიორებთან მძიმე, უსიამოვნო და საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი დებატები აქვთ.

ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ "ამ კანონმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია". მინისტრის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

სამწუხაროდ, ჩვენც ვიყავით გულდაწყვეტილები, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და ეს მოხდა წელიწად-ნახევრის შემდეგ, თუმცა მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ საქართველო ცალსახად ერთგულია თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების. მიუხედავად ამ დებატებისა, რომელიც გვაქვს, რომელიც არის ჩვენთვის მიუღებელი, უსიამოვნო და ყურისთვის უსიამოვნო მოსასმენი, ჩვენ ვაგრძელებთ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობას, გვაქვს ჩვენი საკანონმდებლო გზა, რომელმაც აუცილებლად უნდა მოგვიყვანოს ევროკავშირის ოჯახის წევრობამდე“, – აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.