"გახსოვდეს გავრილოვის ღამე" - მომიტინგეები საპროტესტო მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან
"გახსოვდეს გავრილოვის ღამე" - მომიტინგეები საპროტესტო მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.
გმირთა მოედანზე მისული მოქალაქეები სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ, თუ როგორ უნდა მივიდეს არჩევნებამდე ქვეყანა.
პარლამენტის წინ შეიკრიბნენ 5 წლის წინანდელი სისხლიანი მოვლენების მონაწილეები და ის ხალხი, ვინც ბოლო სამი თვეა რუსული კანონის გამო ქუჩაშია გამოსული. 20 ივნისს ქუჩაში გამოსული ხალხი რუსი კომუნისტი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომას აპროტეტსტებდა. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს მთლიანად ქვეყანა რუსული გავლენების ქვეშ გადადის. სწორედ ამიტომ ისინი ერთდაერთ გამოსავალს 26 ოქტომბრის არჩევნებიში ხედავენ.