ქოჩორაშვილი იყო უბრალოდ ფანტასტიკური, მიქაუტაძე უნდა გამოვარჩიოთ - გუგა როგავა

20.06.24 21:33
ქოჩორაშვილი იყო უბრალოდ ფანტასტიკური, მიქაუტაძე უნდა გამოვარჩიოთ - გუგა როგავა

"ფაქტი იყო ერთი, რომ ეს ბიჭები იყვნენ განსხვავებულად კარგები, მონდომებით, ჟინით, როგორ უდგებოდნენ საქმეს პროფესიონალიზმით, როგორ რჩებოდნენ ვარჯიშის შემდეგ," - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს გუგა როგავა.

როგორც როგავა ამბობს, ეროვნული ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაში მყოფ ნაკრების წევრებს ეტყობათ პროფესიონალიზმი და ჟინი.

როგავა გამოყოფს თურქეთთან თამაშის შემდეგ ქოჩორაშვილს და ისტორიული გოლის ავტორ გიორგი მიქაუტაძეს. თუმცა, აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში კარგად ითამაშა ყველამ.

როგავა ეხმაურება ასევე ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, "ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი", მაგრამ გამოყოფს მონაკვეთებს, სადაც კვარაცხელიამ კარგი მომენტები შექმნა.

ევროპამ დაინახა, თუ რა დონის ფეხბურთელია ქოჩორაშვილი, ესპანურმა „ასმა“ დაწერა, რომ ქოჩორაშვილი ის ბიჭია, რომელსაც ევროპული გუნდები თვალს დაადგამენო. ქოჩორაშვილი იყო უბრალოდ ფანტასტიკური.
ფაქტი იყო ერთი, რომ ეს ბიჭები იყვნენ განსხვავებულად კარგები, მონდომებით, ჟინით, როგორ უდგებოდნენ საქმეს პროფესიონალიზმით, როგორ რჩებოდნენ ვარჯიშის შემდეგ.
ქოჩორაშვილმა, მაგალითად, ძალიან რთული გზა გაიარა, წავიდა ლევანტეში, იყო იქ ახალგაზრდულ გუნდში, ერთი პერიოდში იქ არ ათამაშებდნენ, მერე წავიდა ესპანეთის მესამე ლიგაში, ამას რომ გადაწყვეტს ადამიანი, რომ ასეთ რისკზე წავიდეს - ჩავიდეს უფრო დაბალ ლიგაში, მაგრამ იმ მიზნით, რომ უფრო მეტი ითამაშოს, საბოლოოდ ამან გაამართლა. თამაშზე და ყველაფერზე ამ ადამიანს ეტყობა, რომ არის გაწონასწორებული, დაბადებული ლიდერად, ეროვნულ ნაკრებში 10-მდე თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ ბოლო პერიოდში მან რაც ითამაშა, ჩანდა, რომ ეს ბიჭი არის სხვა დონის და ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იყო საბერძნეთთან ნათამაშები, საბერძნეთს მოჰყვა ეს, საბერძნეთთან ვნახეთ, ნამდვილი ლიდერი ქოჩორაშვილი, მაშინ გაიჟღერა პირველად სიტყვამ, რომ ის შეიძლება იყოს კაპიტანი,“ - ამბობს გუგა როგავა.