სიკო ჭუმბურიძე: საფეხბურთო ერი ვართ... კიდევ უფრო მეტ სათქმელს იტყვიან

20.06.24 22:00
სიკო ჭუმბურიძე: საფეხბურთო ერი ვართ... კიდევ უფრო მეტ სათქმელს იტყვიან

„კიდევ უფრო მეტ სათქმელს იტყვიან, ახლა ვიტყვი რამდენიმე წლით ადრე, რომ მაგარ რაღაცებს ვიზეიმებთ... საფეხბურთო ერი ვართ და ჩვენთან თუ ასე პოპულარიზაცია მოხდება, ხვიჩები იქნებიან, მიქაუტაძეები იქნებიან, ბუდუები იქნებიან, უფრო მეტი არჩევანი გვექნება, კონკურენცია მეტი იქნება,“ - ამის შესახებ „რეაქციაში“ სიკო ჭუმბურიძე საუბრობს.

როგორც ჭუმბურიძე ამბობს, კითხვები არსებობს, თუმცა ყველაფერზე მწვრთნელი ვერც ისაუბრებს. 

ამაზე სუსტი გუნდით რომ გავსულიყავით ევროპაზე, შეიძლება არ გვქონოდა ამბიციები და გამოჩნდა ამ თამასით რომ შესაძლებელია ამ ბიჭებით უფრო მეტი შედეგი დავდოთ და უნდა დაიჯერონ ბიჭებმა რომ უფრო მეტი შეუძლია. ვიღაცას ბუდუ უფრო მოსწონს, ვიღაცას მიქაუტაძე უნდა, ძალიან ბევრი ფაქტორი აქვს მწვრთნელს, ბოლომდე კარტებს ვერ გაგვიშლის,“ - ამბობს სიკო ჭუმბურიძე.