"რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება" - ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი დაიწყო

20.06.24 22:04
"რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება" - ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი დაიწყო

"რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება" - ამ საკითხთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი დაიწყო.

დღეს იმსჯელებენ თუ როგორ და რატომ იღებენ ანტიდემოკრატიულ კანონს კონკრეტული სახელმწიფოები.

თავდაპირველად საუბარი ეხება რუსეთში 2012 წელს დამტკიცებულ კანონს, რომელიც არაერთხელ გამოიყენეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დარბევის, ორგანიზაციების დახურვისა და დისიდენტების დასაპატიმრებლად. 

ამ ბრიფინგზე განხილული იქნება, თუ როგორ და რატომ იყენებს ამდენი ქვეყანა ამ ავტორიტარულ ინსტრუმენტს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიისთვის, განსაკუთრებული აქცენტით საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთზე და უნგრეთზე.