კობახიძის აღიარება - რაზე ისაუბრა კობახიძემ ელჩებთან
"შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო" - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობს.
ბერლინში მყოფი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს სამოქმედო გეგმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან დიპლომატებმა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციები.
პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრობს და აღიარებს, რომ "გარკვეული სირთულეების" წინაშე დგას ხელისუფლება:
გვქონდა საინტერესო დისკუსიას ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე....
ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება, ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული სირთულეები, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ხაზი არის აბსოლუტურად ნათელი და ცხადი, თუმცა არის ბევრი ნიუანსი, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდებოდა დღეს მოსაზრებების გაცვლა," - ამბობს კობახიძე.