"ეს გამარჯვებაა" - რას ამბობს საქართველო-თურქეთის მატჩის შემდეგ რობი ნატროშვილი

20.06.24 22:19
"ეს გამარჯვებაა" - რას ამბობს საქართველო-თურქეთის მატჩის შემდეგ რობი ნატროშვილი

„ეს გამარჯვებაა, მგონი, რომ მეორე თამაში ჩვენი გუნდისთვის წარმატებული იქნება,“ - ამის შესახებ 88 წლის რობი ნატროშვილი „რეაქციაში“ საუბრობს და ელის, რომ საქართველო ჩეხეთს მოუგებს.

ნატროშვილი შვილიშვილთან ერთად გერმანიაში საქართველო-თურქეთის მატჩს ესწრებოდა. 

თურქეთთან ჩვენმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ახლოს იყვნენ წარმატებასთან... ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ყველას მოვუწოდებ, ვისაც ჩვენი გუნდი უყვარს, ჩვენს ბიჭებს მიაწვდინონ ხმა, გააძლიერონ, უქომაგონ და გააკეთებენ იმას, რასაც მოველით. მგონი, რომ მეორე თამაში ჩენი გუნდისთვის წარმატებული იქნება.
ქოჩორას მაიკაც მაქვს მე და იმით ვიყავი წასული. ქოჩორა ნამდვილად ჩვენი სიმაყეც არის, გუნდისაც, საქართველოსიც, მაგრამ ჩვენ კახური გვქონდა, რომ ჩვენი მხრისაა და რა კარგია, რა ძლიერად და კარგად ითამაშა, ვენაცვალე მაგის ვაჟკაცობას,“ - ამბობს რობი ნატროშვილი.