მამარდამ თავი გაწირა საქართველოსთვის, გუნდისთვის, ცრემლები წამომივიდა - გერმანელი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, რა გატირებს, თქვენი გუნდი ყველაზე მაგარიაო - ნატროშვილი
"გერმანელი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, რა გატირებს, თქვენი გუნდი ყველაზე მაგარი არისო, ტყუილად ნუ ტირიო," - ამის შესახებ ზუკა ნატროშვილი საუბრობს, რომელიც გერმანიაში მატჩს პაპასთან ერთად დაესწრო.
ნატროშვილი იხსენებს მისთვის გამორჩეულ მომენტს საქართველო-თურქეთს შორის გამართული მატჩიდან, როცა მამარდაშვილმა კარი დატოვა - ამ მომენტში მიხვდა, რომ მეკარემ ყველაფერი გადადო იმისთვის, რომ მისი ქვეყნის ნაკრებს წარმატება მიეღწია.
თამაში იყო სასწაული, ყველას გვყავს გამორჩეული მოთამაშე - 26 მარტს ქოჩორა იყო ჩემთვის გამორჩეული , პირველი პენალტი დაარტყა... ამ თამაშში ჩემთვის გამორჩეულ იყო მამარდა, იმ მომენტამდე ვუყურე, როცა კარიდან გავიდა, კარიდან რომ გავიდა და დავინახე, რომ დატოვა, მაშინ გავაანალიზე, რა მოხდა, ყველაფერი გადადო, თავი გაწირა საქართველოსთვის, გუნდისთვის, გულშემატკივრებისთვის და ვეღარ ვუყურე, გავედი, კიბეზე დავჯექი, ცრემლები წამომივიდა და გერმანელი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, რა გატირებს, თქვენი გუნდი ყველაზე მაგარი არისო, ტყუილად ნუ ტირიო,“ - ამბობს ნატროშვილი.