კონსულტაციები ოპოზიციაში- ვინ ერთიანდება მელია-ხოშტარიას გარშემო
ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატების პრეზენტაცია ჟურნალისტების გარეშე. დღეს თბილისის მერობის კანიდატად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარიას წარადგენენ. თუმცა პრესამსახურში ,,პირველებს" უთხრეს, რომ ღონისძებაზე არ იქნებიან სტუმრები და ჟურნალისტები.
ამ დრომდე გაურკვეველია, შედგა თუ არა პოლიტიკური შეთანხმება ,,ლელოსთან" უცნობია, დაარწმუნეს თუ არა მამუკა ხაზარაძე საერთო კანდიდატზე.
როგორც ,,პირველებმა" გაარკვია, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ვინ იქნება კალაძის წინააღმდეგ და რამდენი პარტია ერთინდება მელია-ხოშტარიას გარშემო.
,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, აღნიშნავს, რომ ოპოზიციის კონსულტაციების შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს.
ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება გაკეთდება. მთავარი ამოცანა იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესაუბრა ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან, რათა შეგვექმნა საერთო ოპოზიციური ერთობა, რომლითაც უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი. საზოგადოება მალე გაიგებს, ვინ იქნება ამ ერთობაში. ვინ თქვა უარი ამ ერთობაში შემოსვლაზე, ესეც მათი არჩევანია, ეს ხალხი თვლის, რომ ცალკე, დაქსაქსულობაში უფრო მეტის მოპოვებაა შესაძლებელი, ამას ჩვენ კატეგორიულად არ მივიღებთ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.