"მთავარი მოტივაცია იყო ბიჭებისთვის მადლობის თქმა" - რას ჰყვება თბილისიდან გერმანიაში სკუტერით ჩასული გულშემატკივარი
„მთავარი მოტივაცია იყო ბიჭებისთვის მადლობის თქმა,“ - ასე ხსნის შადიმან ხარშილაძე გადაწყვეტილებას, რომ გერმანიაში სკუტერით ჩასულიყო და საქართველოს დროშა ჩაუტანა.
როგორც ხარშილაძე ამბობს, 26 მარტის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეროვნული ნაკრებისთვის მადლიერების გამოსახატად სკუტერით ჩასულიყო.
ხარშილაძის თქმით, საკმაოდ რთული იყო ამ გზის გავლა, თუმცა „ვფიქრობდი ბიჭებთან შეხვედრის მომენტზე და ის წამი, როცა ტრიბუნიდან გადავედი მოედანზე, როცა გუნდი ტაშს მიკრავდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი“.
მთავარი მოტივაცია იყო 26 მარტი, იმხელა ემოცია იყო. მთავარი მოტივაცია იყო ბიჭებისთვის მადლობის თქმა, გამოვიდა ეს გზა, - თბილისიდან დუსელდოლფამდე. 26 მარტი ის დღე იყო, რომ პირველად მოვხვდით - ჩემი ეს პერფორმანსი იყო ამ დღისთვის მადლობის თქმა და ევროპის ჩემპიონატზე მათი მონაწილეობისთვის გულშემატკივრობის გამოხატვა. ვფიქრობ, ჩეხეთთან ქულა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მესამე ადგილზე,“ - ამბობს შადიმან ხარშილაძე.