ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს

21.06.24 10:41
ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს

ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს. უკრაინის რადას დეპუტატი ფიქრობს, რომ ქართველი ოლიგარქი პუტინის ბრძანებით ქვეყანას ანადგურებს. კიევში პარლამენტში სიტყვით გამოსვლილას გონჩარენკომ განაცხადა, რომ ივანიშვილი უკრაინის შავ სიაში რუსი ოლიგარქის სტატუსით უნდა შეიყვანონ.

„ეს არის აბსოლუტური სირცხვილი და იმედგაცრუება. ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ რუსეთისგან ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო, მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იგივე წილი მას უკრაინაშიც უჭირავს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს და ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილი პრორუსული აგენტია და ამისათვის ის უნდა დაისაჯოს. ამიტომ ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს, რათა შეჩერდეს მისი პრორუსული საქმიანობა“, - განაცხადა უზენაესი რადას წარმომადგენელმა.

გონჩარენკომ ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც. უკრაინელი დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს სურს, ამ საქმეში "უკრაინის ლიდერობა იხილოს."