,,ქართულ ოცნებაში" წულუკიანის ქმედებაში დანაშაულს ვერ ხედავენ
,,ქართული ოცნება" კულტურის მინისტრის ქმედებაში დანაშაულს ვერ ხედავს და კრიტიკული მედიის კითხვებს კვლავ გაურბის.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, როგორ ართმევს თეა წულუკიანი მიკროფონს ჟურნალისტს, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კულტურის მინისტრს დანაშაული არ ჩაუდენია. უფრო მეტიც, ,,ოცნების" დიდი ნაწილი ,,პირველების" კითხვებს გაექცა.
ხომ იცით, რომ ვერ მკითხავთ, გმადლობთ, ხომ იცით, რომ ვერ გიპასუხებთ - ასეთია მიხეილ სარჯველაძის პასუხი.
ანალოგიური პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის სხვა წევრებსაც.
ჟურნალიტები, მედიაექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ გუშინ მომხდარ ფაქტზე კულტურის მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
გუშინ სენაკში, რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ,,მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოსტაცა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.