"რატომ უნდა გაიხადო საქმე არჩევნების მოსაპარად?" - მძიმე გზავნილები ივანიშვილის პარტიას ჰელსინკის კომისიიდან
"ქართულმა ოცნებამ" ჰელსინკის კომისიიდან მძიმე გზავნილები მიიღო. ამერიკელი პოლიტიკოსებითვის გამოცანად არის ქცეული, რატომ გადაწყვიტა ივანიშვილის პარტიამ მოგებული არჩევნების განზრახ წაგება.
ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი, ლინკოლნ მიტჩელი შესაძლო ვარიანტებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნებას" შესაძლოა სურდეს, რომ "გადაუხვიოს თავისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისგან".
მისივე განცხადებით, ქართველი ხალხის განაცხადი არის, რომ მათ არ სურთ არა ამრტო რუსული კანონი, არამედ რუსული გზა.
ჰელსინკის კომისიაში მრავალსაათიანი მოსმენისას თქვეს, რომ საქართველოში არჩევნებზე მნიშვნელოვანი აღარაფერი მოხდება და ამ პროცესს ამერიკა დიდი ინტერესით დააკვირდება.
ოქტომბერში არჩევნები იქნება. ერთი რამ მაბნევს, დაახლოებით ერთი წლის წინ ფაქტობრივად კონსენსუსი იყო დასავლეთში, რომ „ქართული ოცნება“ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა. ეს წარმოდგენა, ისევე, როგორც ბევრი სხვა წარმოდგენა საქართველოზე, იყო სრული ნონსენსი. „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში ცალსახა გამარჯვება ელოდა ბოლოდროინდელ მოვლენებამდე, სანამ განმეორებით წარადგენდა ამ კანონს.
ამიტომ ისმის კითხვა, რატომ უნდა გაიხადო საქმე არჩევნების მოსაპარად, როცა არჩევნების მოგება ისედაც შეგიძლია? ეს არის გამოცანა და მე არ მაქვს პასუხი. ერთი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს გადაუხვიოს თავისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისგან.ცოტა რამ მინდა ქართველი ხალხის ორიენტაციაზე ვქვათ. ჩვენ ვხედავთ მოქალაქეებს თბილისის ქუჩებში, ფოტოებს ვიდეოებს სოციალურ ქსელში. მათი განაცხადია, რომ მათ არ მოსწონთ ეს კანონი, ეწინააღმდეგებიან ამ კანონს. მაგრამ ეს მხოლოდ კანონს არ ეხება, ეს არის ხალხის განაცხადი, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული გზა, ჩვენ ევროპულ გზას ვირჩევთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონტექსტი, რადგან საქართველოში ოქტომბერში იქნება არჩევნები და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ არჩევნებზე და ამაზე მნიშვნელოვანი საქართველოში არაფერი არ მოხდება. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ყველა ამ ოთახში ვინც ვართ, დავაკრვიდებით საქართველოს არჩევნებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამ პერიდოში განსაკუთრებული არაფერი მოხდება", - განაცხადა მიტჩელმა.