საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები - "ოცნება" ვეტოს დასაძლევად ემზადება
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევლად ემზადება. პარლამენტში დილიდან განიხილავენ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ზურაბიშვილის შენიშვნებს.
სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, ამ ცვლილებებით ცესკოს ლეგიტიმაციის ხარისხი შემცირდება და ოპოზიოციური პარტიების ჩართვა რიგ საკითხებში გაუარესდება.
თქვენ როგორც იცით, პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება და მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს დაუბრუნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, ცესკოში გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება- 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობით მიიღება ცესკოში გადაწყვეტილება. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მეტ ლეგიტიმაციას მატებდა როგორც ცესკოს, ასევე თვით არჩევნებს, შესაბამისად, ცესკოს გადაწყვეტილების უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას ხელს, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში და უბრალო უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებებს, - თქვა სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
კომიტეტის სხდომა "ოცნებამ" უკვე გამოიყენა პრეზიდენტზე თავდასხმისთვის, ვეტო დაიწუნეს, ზურაბიშვილი კი განხეთქილების ხელშემწყობად გამოაცხადეს.
ჩამოიხსენით ნიღაბი და აუხსენით ხალხს, რას აკეთებთ. როგორ წარმოგიდგენიათ იმ ცესკო-ში ვინ უნდა შეიყვანოთ კონკრეტულად. მაგალითად, გვარამია, მელია? რომელი წარმოგიდგენიათ, კონსენსუსი მიღწეული იქნება? ამ ხალხს ჩავაბარებთ გასაღებს და მათ ნებაზე იქნება დამოკიდებული ის, რომ საბოტაჟი არ იქნება?! თეთრზე იტყვიან, რომ შავია და შავზე იტყვიან,რომ თეთრია. თქვენ ეს წარმოგიდგენიათ? პირველი წყარო ხართ იმისა, რომ დაყოთ. ისეთ საკითხზეც კი ვერ შეძელით საკუთარ თავზე და პოლიტიკაზე მაღლა დადგომა, როგორც ეროვნული ნაკრებია. ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო საქციელია ის, რომ „გამოვშიგნოთ“, ვიღაცას მივცეთ ჯილდო და ვიღაცას არა. არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წყარო არა ერთობის, არამედ პირიქით, დაყოფის?, - უთხრა ალუდა ღუდუშაურმა სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.