როდესაც ძირს უთხრი დემოკრატიას, სავიზო სანქციების გარდა, ამას მოჰყვება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები - ფარულავა

21.06.24 12:22
როდესაც ძირს უთხრი დემოკრატიას, სავიზო სანქციების გარდა, ამას მოჰყვება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები - ფარულავა

„როდესაც ძირს უთხრი დემოკრატიას, არღვევ ადამიანის უფლებებს, თავს ესხმი დემოკრატიულ ძალებს, ახორციელებ რეპრესიებს, სავიზო სანქციების გარდა, ამას მოჰყვება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, რაც იქნება დამანგრეველი „ქართული ოცნებისთვის," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ გააკეთა.

ფარულავა სენატორ შაჰინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ჰელსინკის კომისიაში ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.

როდესაც ძირს უთხრი დემოკრატიას, არღვევ ადამიანის უფლებებს, თავს ესხმი დემოკრატიულ ძალებს, ახორციელებ რეპრესიებს, ცხადია ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები არ გულისხმობს მხოლოდ სავიზო სანქციებს, ეს მათ შორის იქნება სანქციები, რომელიც იქნება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ჯინ შაჰინმა. ეს სანქციები არ იქნება მხოლოდ მსუსხავი ეფექტის, ეს იქნება დამანგრეველი ძალის და ამ ნანგრევებში მოჰყვება მთლიანად „ქართული ოცნება,“- განაცხადა ლაშა ფარულავამ.