უკრაინელები, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის უცვლელი კურსი დემოკრატიის ძირის გამოთხრის, ამ ყველაფერს კი აკეთებს ივანიშვილი კრემლთან ერთად უნისონში - ფავლენიშვილი

21.06.24 12:12
უკრაინელები, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის უცვლელი კურსი დემოკრატიის ძირის გამოთხრის, ამ ყველაფერს კი აკეთებს ივანიშვილი კრემლთან ერთად უნისონში - ფავლენიშვილი

„უკრაინელები, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის უცვლელი კურსი დემოკრატიის ძირის გამოთხრის, სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციაში ჩაფლობის, გეოპოლიტიკური და საგარეო კურსის ცვლილების, ამ ყველაფერს კი აკეთებს ივანიშვილი კრემლთან ერთად უნისონში," - ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.

ფავლენიშვილი გონჩარენკოს განცხადებას ეხმაურება.

„უკრაინელები, ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის უცვლელი კურსი დემოკრატიის ძირის გამოთხრის, სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციაში ჩაფლობის, გეოპოლიტიკური და საგარეო კურსის ცვლილების და ამ ყველაფრის უკან დგას მთავარი პირი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც კრემლთან უნისონში ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. სანქცირების პროცესი დაწყებულია, მათ შორის უკრაინელმა პარტნიორებმა დაასანქცირეს უკვე გარკვეული პირები, დაასანქცირეს ამერიკელებმა, სხვა ქვეყნებიც აპირებენ, თუმცა მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ამ სანქციების უნდა იყოს ივანიშვილი, რადგან სწორედაც რომ მისი ბანდები არიან იმ დანაშაულების ავტორები, რომლითაც ჩვენ ჩამოვშორდით დასავლურ სამყაროს," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.