"აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო" - ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტზე დანიგანს პასუხობს

21.06.24 12:21
"აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო" - ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტზე დანიგანს პასუხობს

"აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან" - ასე პასუხობს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას.

როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო აღნიშნავს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელმა ჩინეთთან დაკავშირებული რამდენიმე კომენტარი გააკეთა, რაც მათი შეფასებით, შეუსაბამოა ფაქტებთან და ჩინეთი მკაცრად გმობს დანიგანის განცხადებებს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: "China Communications Construction Company“-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს და China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას.

ჩინურმა მხარემ ხაზი უნდა გაუსვას, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, - აღნიშნულია განცხადებაში.