ივანიშვილს, მისი სიმდიდრის 90% რომ გამოაკლო, იმხელა ფული მაინც დარჩება, რომ მის თაობებს ეყოს - მიტჩელი
"ბიძინა ივანიშვილს აქვს 6 მილიარდი დოლარი... როცა გაქვს 6 მილიარდი დოლარი, ეს მონოპოლიაა! ივანიშვილს, მისი სიმდიდრის 90% რომ გამოაკლო, იმხელა ფული მაინც დარჩება, რომ მის თაობებს ეყოს", - ამის შესახებ "ჰელსინკის კომისიაში" სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მილიარდებზე საუბარი მას პირადად ოლიგარქთანაც ჰქონდა.
ჩვენ ალბათ ამ ოთახში არავის გვაქვს ამდენი - განაცხადა მიტჩელმა.
ადამიანი, რომელიც პირადად ესაუბრებოდა ოლიგარქს და რჩევებს აძელევდა, ამბობს, რომ ივანიშვილი "გიჟურ იდეებს ავითარდებდა".
ექსპერტის თქმით, ივანიშვილი ფიქრობს, რომ უკვე დასანქცირებულია, თუმცა მიტჩელის განცხადებით, სანქციებს ივანიშვილზე მეტად მისი გუნდის წევრებზე ექნება გავლენები.
თუ კითხვა შეეხება, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს. მას აქვს 6 მილიარდი დოლარი, ეს ძალიან დიდი თანხაა. როცა გაქვს 6 მილიარდი დოლარი, ეს მონოპოლიაა.
ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ თვითონ მითხრა, ეს სიმართლეა, მან მითხრა, რომ 1 მილიარდი დოლარის მერე უკვე აღარ გჭირდება. და ნორმალური ადამიანისთვის ეს იყო სიგიჟე, ჩვენ ალბათ ამ ოთახში არავის გვაქვს ამდენი, რომ წარმოვიდგინოთ ვითარება 1 მილიარდის შემდეგ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს მისი სიმდიდრის 90% რომ გამოაკლო, მას იმხელა ფული მაინც დარჩება რომ მის თაობებს ეყოს. თან ის ფიქრობს, რომ უკვე დასანქცირებულია. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა ამ კანონის მიღება. მაგრამ მე ვფიქრობს, რომ სანქციებს მეტი გავლენა აქვს არა ბიძინაზე, რომელსაც აქვს მონოპოლიური ფული, არამედ მისი გუნდის წევრებზე. ჩემი აზრით, სანქციებს, რომელიც მაღალჩინოსნებს და მათ ოჯახებს უკვე დაეკისრათ, აქვს გავლენა. ეს მნიშვნელოვანია. მაგალითად, შენ არ შეგიძლია საშოპინგოდ წასვლა, არ შეგიძალია გაუშვა შვილი სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს მართლაც პრობლემაა მათთვის. ახლა არჩევნებია, და ეს კარგია მათი სტიმულირებისთვის, რომ ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა მიტჩელმა.