შეუერთდება თუ არა ,,ლელო" ოპოზიციერ ერთობას - ანა ნაცვლიშვილის კომენტარი

23.07.21 14:07
შეუერთდება თუ არა ,,ლელო" ოპოზიციერ ერთობას - ანა ნაცვლიშვილის კომენტარი

ამ დრომდე უცნობია, შედგა თუ არა პოლიტიკური შეთანხმება ,,ლელოსთან" და დაუჭერს თუ არა მამუკა ხაზარაძის პარტია მხარს მელია-ხოშტარიას კანდიდატურებს, როგორც ,,პირველებმა" გაარკვია, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

,,პირველები"ს ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ,,ლელო" ოპოზიციურ ერთობაში ვიხილოთ, რადგან პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი არჩევნების მთავარი გამოწვევაა არა მერის პოსტისთვის ბრძოლა, არამედ ვადამდელი არჩევნების მიღებაა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უფრო მეტ კონკრეტიკას მისი დასრულების შემდეგ შემოვთავაზებთ საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების შედეგად უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს არის ამ არჩევნების მთავარი ამოცანა. რაც არ უნდა ფორმულა უნდა იყოს თბილისის მერთან დაკავშირებით, ალბათ დამეთანხმებით, რომ თბილისის მერის საკთხია არის მთავარი იმისთვის, რომ 43% ვერ მიიღოს ,,ოცნებამ". ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისგან არ შედგება ეს არჩევნები - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

 დღეს საღამოს თბილისის მერის პოსტზე ნიკა მელიას კანდიდატურის წარდგენა მოხდება. მელიას კანდიდატურას ამ ეტაპზე ,,გირჩი მეტი თავისუფლება" და ელენე ხოშტარია უჭერენ მხარს.