მათიკაშვილის თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციის "მედროშეა", რომელიც "ვეტოს ვეტოზე ადებს და სხვა საქმე არ აქვს"

21.06.24 13:28
მათიკაშვილის თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციის "მედროშეა", რომელიც "ვეტოს ვეტოზე ადებს და სხვა საქმე არ აქვს"

"ნათელია, რომ ვის ეშინია, როგორ ეშინია და რა კანკალი აქვთ ატეხილი რადიკალურ ოპოზიციაში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ არაფერი არ უშველით მათ," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი აკეთებს.

მათიკაშვილი პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსზე ვეტოს დადებას ეხმაურება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის შიშები, რომელიც კოლექტიურ ნაცმოძრაობას ამოძრავებს მედროშე სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ვეტოს ვეტოზე ადებს და რომელსაც სხვა საქმე არ აქვს, მიეჩვია ალბათ, ძალიან ამის კეთებას, უბრალოდ ყველაფერი არ არის არგუმენტირებული და ცოტა არგუმენტიც რომ დაამატოს იქ, მისივე მდგომაროებას გააუმჯობესებს საზოგადოების თვალში მაინც, ცოტა კი გაუჭირდება, ამ ყველაფრის ფონზე, ნათელია, რომ ვის ეშინია, როგორ ეშინია და რა კანკალი აქვთ ატეხილი რადიკალურ ოპოზიციაში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ არაფერი არ უშველით მათ მაინც, ეს შიშები დარჩება შიშებად, იმიტომ, რომ ის აუცილებლად, საბოლოო ჯამში, გამართლდება და მათი ფიასკო და საზოგადოების კიდევ ერთი განაჩენი კოლექტიურ ნაცმოძრაობას, არის გარანტირებული,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.