ზურაბიშვილი ვეტოვუმენად არის წოდებული - მაჭარაშვილი

21.06.24 13:35
ზურაბიშვილი ვეტოვუმენად არის წოდებული - მაჭარაშვილი

"ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სახელმწიფომ საქართველომ წარმატებას მიაღწია... ვეტოვუმენად არის წოდებული," - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აკეთებს.

მაჭარაშვილი პრეზიდენტს პრეზიდენტს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისთვის ვეტოს დადების გამო კვლავ აკრიტიკებს.

ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სახელმწიფომ საქართველომ წარმატებას მიაღწია, მის პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს და ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის არ წამოადგენს საქართველოს საზოგადოებას იმ პოსტზე, სადაც ის არის. ნებისმიერი წარმატება, დააკვირდით, რომელიც აქვს საქართველოს, მის მიერ აღქმული არის მის სუბიექტურ წარუმატებლობად. ამიტომაც არის, რომ როდესაც მათ შორის კანონმდებლობაში სწორი ცვლილებები შედის და ან სწორი კანონი არის მიღებული, ის ადებს ვეტოს, ვეტოვუმენად არის წოდებული და ამიტომ არის რომ შენი ქვეყნის წარმატება რომ უდრის შენს პირად სუბიექტურ წარუმატებლობას, ეგ არის პრობლემა,“ - ამბობს მაჭარაშვილი.