,,მიშელის რეფორმების ჯგუფმა" 5-6 ივლისის გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნა დააინიცირა
,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა. საგამოძებო კომისიის შესწავლის მთავარი მიზანი იქნება გაარკვიოს, თუ ვინ იდგა 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების უკან და აქვთ თუ არა მათ რუსეთთან კავშირი.
რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი იქნება რუსული კვალი და გავლენა, რადგან ამ კონკრეტულ თემაზე არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ მოვლენების უკან, შესაძლოა, იყოს კრემლი. ჩვენ ვნახეთ კიბერშეტევების სავარაუდო ფაქტები, რომლებიც გააჟღერა მედიამ. ყველა ამ საკითხის გამოძიებისთვის დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა. იმედი გვაქვს, რომ მას მხარს დაუჭერენ ჩვენი კოლეგები, უკვე გვაქვს თანხმობა რამდენიმე ფრაქციისგან. იმედი მაქვს, ის 50 ხმა, რომელიც სჭირდება ამ კომისიის მუშაობის დაწყებას, იქნება პარლამენტში და დავიწყებთ უახლოეს დღეებში მუშაობას",- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.