ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფაშია მხილებული - რა მიზეზებზე საუბრობს ნონა წოწორია?
საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფაშია მხილებული - საქართველო 46 ქვეყანას შორის ბოლო ხუთეულში გავიდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წინაააღმდეგ საჩივრები იმ ადამიანებს მიაქვთ, ვინც ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობს ან ფიქრობს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. თუმცა თუ სტრაბურგი ადგენს, რომ ეს საქმეეები სახელმწიფომ ხელახლა უნდა გამოიძიოს, ირკვევა, რომ ამას კლანის მართული სასამართლო აღარ აკეთებს, სამაგიეროდ იხდიან უზარმაზარ ჯარიმებს - მოქალაქეებისსს ჯიბით.
როგორც ნონა წოწორია ამბობს, გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება და სამართალდამრღვევ პოლიციელებს არ აქვთ განცდა, რომ პასუხს აგებენ შესაძლო დანაშაულზე, შესაბამისად, ეს დაუსჯელობის განცდა დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკს ზრდის.
ამას ერთი ახსნა აქვს მხოლოდ, რაც განპირობებული არის იმ საქმეების შინაარსით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მოცემული და მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ის საქმეები, სადაც ძირითადად დომინანტობს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები - იქნება ეს ძალადობა დაკავების დროს, საპატიმრო ადგილებში, თუ მაგალითად, მიტინგებისა და დემონსტრაციების დროს. ყველა ამ საქმეში, პასუხისგებაში ბევრ საქმეში პოლიციელია მისაცემი. პრობლემა ამ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, საბოლოო ჯამში, იწვევს განმეორებადობას ამ დანაშაულის, ჩვენ საქართველოს ქუჩებში ვხედავდით, რომ პოლიციელებს არანაირი შიში, იმისი, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამისთვის პასუხს აგებენ, ამის შიში ნამდვილად არ აქვთ და სწორედ ამ გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა არის ამის შედეგი,“ - ამბობს ნონა წოწორია.