ძალიან შორს არ ვართ იმ ზღვარისგან, როცა ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ ევროსაბჭოს წევრობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს - წოწორია

21.06.24 15:25
ძალიან შორს არ ვართ იმ ზღვარისგან, როცა ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ ევროსაბჭოს წევრობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს - წოწორია

"ძალიან შორს არ ვართ იმ ზღვარისგან, როდესაც ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თქვას, რომ ევროსაბჭოს წევრობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს" - ამ განცხადებას ნონა წოწორია აკეთებს.

წოწორიას თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება რიგ შემთხვევებში არ ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ეს აჩვენებს ინსტიტუციების მიმართ უპატივცემულობას.

ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ეს არის უპატივცემულობა იგივე ვენეციის კომისიის დასკვნების და უამრავი მოწოდების საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ესა თუ ის ქმედება განახორციელოს, რომელიც დემოკრატიული განვითარების ინტერესებშია. ძალიან შორს არ ვართ იმ ზღვარისგან, როდესაც ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თქვას, რომ ევროსაბჭოს წევრობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვდგავართ ამ მიჯნასთან,“ - ამბობს ნონა წოწორია.