გაუარესებული კოვიდსიტუაცია - ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკრძალავს

23.07.21 14:25
გაუარესებული კოვიდსიტუაცია - ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკრძალავს

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელის მოქალაქეებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).

აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.