"ოცნება" უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის - იაგო ხვიჩია

21.06.24 15:13
"ოცნება" უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის - იაგო ხვიჩია

"ქართული ოცნება" უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის - შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია", ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად", - ამ განცხადებას "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აკეთებს.

ხვიჩია ეხმაურება კობახიძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება და „ხალხის ძალის“ გუშინდელი განცხადება არ არის ერთმანეთთან შეთავსებადი. ამავე დროს, ყველას ესმის, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ნაწილია და მისი ლოცვა - კურთხევით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი გულწრფელობასთან დაკავშირებით, რაც ამ თემასთან შეიძლება არსებობდეს, ან არ არსებობდეს. ერთის მხრივ, შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია, ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად“. ამიტომ „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის გზას. ორივე გზას თავისი მიმართება აქვს, მაგრამ მე მგონი, ისინი არ არიან ერთმანეთთან მაინცდამაინც თანხვედრილი“, - განაცხადა ხვიჩიამ.