შესაძლებლობა, რომ "ოცნებამ" ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები დაათბოს, აღარ არის, იმიტომ, რომ წითელი ხაზები გადაკვეთეს - ბუჩუკური
"ის შესაძლებლობა, რომ "ოცნებამ" ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები დაათბოს და დაალაგოს, სამწუხაროდ, აღარ არის, იმიტომ, რომ წითელი ხაზები გადაკვეთეს," - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური აკეთებს.
ბუჩუკურის შეფასებით, ქვეყნის ინტერესები ყოველდღიურად ზიანდება.
ეს ძალიან ცუდია ჩვენთვის, იმიტომ, რომ მე, რაც არ უნდა მომწონდეს ჩვენი ხელისუფლება, ის წარმოგვადგენს ჩვენ ქვეყნის გარეთ და სამწუხაროდ, მათი ეს მავნებლობა გადაითარგმნა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დღითიდღე ზიანდება,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.