გადატვირთვა და ახალი ფურცელი იქნება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ესენი წავლენ სახლში, აღარ იქნებიან ხელისუფლებაში - ცისკარიშვილი

21.06.24 15:23
გადატვირთვა და ახალი ფურცელი იქნება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ესენი წავლენ სახლში, აღარ იქნებიან ხელისუფლებაში - ცისკარიშვილი

"გადატვირთვა და ახალი ფურცელი იქნება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ესენი წავლენ სახლში, აღარ იქნებიან ხელისუფლებაში," - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აკეთებს.

ცისკარიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაა საჭირო.

ახლა თურმე კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს სურთ ურთიერთობები დასავლეთთან ახალი ფურცლით დაიწყონ და ერთგვარი გადატვირთვის პოლიტიკა შესთავაზონ ჩვენს პარტნიორებს. გადატვირთვა და ახალი ფურცელი იქნება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ესენი წავლენ სახლში, აღარ იქნებიან ხელისუფლებაში და ახალ პროდასავლურ, დემოკრატიულ კოალიციურ მთავრობასთან ნამდვილად ითანამშრომლებს დასავლეთი, მათ შორის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.