თუ ვინმემ რამე უნდა გადატვირთოს და შეცვალოს, ეს არის საქართველოს ხელისუფლება - გიგი წერეთელი

21.06.24 15:29
თუ ვინმემ რამე უნდა გადატვირთოს და შეცვალოს, ეს არის საქართველოს ხელისუფლება - გიგი წერეთელი

"თუ ვინმემ რამე უნდა გადატვირთოს და შეცვალოს, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, თუმცა მას ამის რესურსი როგორც ჩანს, არ გააჩნია," - ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აკეთებს.

წერეთელი პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც თვლის, რომ აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.

ჩიხურ მდგომარეობამდე მიყვანას პრემიერ-მინისტრი აბრალებს ისევ დასავლეთს და მათ სთხოვს რაღაც გადატვირთვას - პირველი, თუ ვინმემ რამე უნდა გადატვირთოს და შეცვალოს, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, თუმცა მას ამის რესურსი როგორც ჩანს, არ გააჩნია, ამიტომ არჩევნებზე ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება,“ - ამბობს გიგი წერეთელი.