შმიგალი: 25 ივნისს გავმართავთ უკრაინა-ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენციას, რომელიც მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებას აღნიშნავს
უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით დაამტკიცა გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოები. 25 ივნისს კი უკრაინა-ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენცია გაიმართება, რაც მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებას აღნიშნავს.
@EU_Council-მა მიიღო ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის #უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოები. გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ფაქტობრივი დაწყებისკენ. ჩვენ 25 ივნისს გავმართავთ უკრაინა-ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენციას, რომელიც მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებას აღნიშნავს. უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას ყველა მიმართულებით," - წერს პრემიერი.