ცხადია, რომ ადრე თუ გვიან ივანიშვილი სანქციების რეჟიმის სამიზნე გახდება - სამადაშვილი

21.06.24 17:25
ცხადია, რომ ადრე თუ გვიან ივანიშვილი სანქციების რეჟიმის სამიზნე გახდება - სამადაშვილი

ცხადია, რომ ადრე თუ გვიან, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ივანიშვილი სანქციების რეჟიმის სამიზნე გახდება, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, გონჩარენკოს განცახდებაზე მეტად ივანიშვილს ახლა აშშ-ს სანქციები უფრო უნდა აშფოთებდეს. 

ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის გონჩარენკოს განცხადებაზე ბევრად უფრო შემაშფოთებელი უნდა იყოს ის, რომ აშშ-ს მთელი პოლიტიკური ესტაბლიშმენტი მათ შორის, საკანონმდებლო ორგანო დღეს მსჯელობს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში დაწესდეს სანქციების რეჟიმი. ცხადია, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ სანქციების რეჟიმი გამოყენებული უნდა იქნას ქვეყანაში დემოკრატიის პროცესის შესაჩერებლად, ყველას ესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ადრე თუ გვიან, შესაბამის მომენტში, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, გახდება სანქციების რეჟიმის ერთ-ერთი სამიზნე, თუ უკვე არ არის დასანქცირებული, - მაბობს სამადაშვილი. 

ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს. უკრაინის რადას დეპუტატი ფიქრობს, რომ ქართველი ოლიგარქი პუტინის ბრძანებით ქვეყანას ანადგურებს. კიევში პარლამენტში სიტყვით გამოსვლილას გონჩარენკომ განაცხადა, რომ ივანიშვილი უკრაინის შავ სიაში რუსი ოლიგარქის სტატუსით უნდა შეიყვანონ.